მალხაზ აბაშიძის სახელობის სკოლაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართა
მალხაზ აბაშიძის სახელობის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართა.
სკოლის დირექტორმა, რომან ჯაიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
მან სიგელებით დააჯილდოვა სწავლაში წარმატებული და წარჩინებული მოსწავლეები.
ეს დღე განსაკუთრებული იყო პირველკლასელთათვის. მათ წაიკითხეს ლექსები. მე-12 კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელები მიაცილეს საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახამდე. კლასის დამრიგებელმა პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და კომპიუტერები გადასცა.
მალხაზ აბაშიძის სახელობის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს საქართველოს ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს.