სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლეებმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები გაახარეს
29-03-2017

სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას" მოსწავლეები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ. 

ბავშვებმა პანსიონატის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ნივთები, წიგნები და ტკბილეული მიუტანეს. 

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში 60 მოხუცი ცხოვრობს და სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლეები მათ ყოველწლიურად სტუმრობენ.

''ვფიქრობთ, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ჩვენი მოხუცებისთვის. ჩვენ მათ საჩუქრები მოვუტანეთ და ვიმედოვნებთ, რომ გავახარებთ და ვასიამოვნებთ. ჩვენი მიზანი სწორედ ესაა'' - აღნიშნა სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' მოსწავლემ ელენე ღამბარაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203