აკეთის სკოლაში მოსწავლეებმა რომანტიზმი საინტერესოდ მომზადებული პრეზენტაციებით წარმოადგინეს
29-03-2017

აკეთის  სკოლაში ლიტერატურული სალონის სახით პროექტი - ''რომანტიკოსების ეპოქა'' ჩატარდა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საინტერესოდ მომზადებული პრეზენტაციებით წარმოადგინეს რომანტიზმი, როგორც მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში:

''მოსწავლეებმა წაიკითხეს სახელმოხვეჭილი ევროპელი და ქართველი რომანტიკოსების ლექსები, აჩვენეს გამოჩენილ მხატვართა  ფერწერული ნამუშევრები და მოუსმინეს ქართულ რომანსებს, ბეთჰოვენისა და შოპენის გენიალურ მუსიკას.''

პროექტში მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა პედაგოგი მერი ჩიკვილაძე.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203