''მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან'' - გავაზის სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
23-03-2017

გავაზის სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობით შეუერთდა.

მოსწავლეებმა დახატეს და გააფერადეს ამ დღის მთავრი სიმბოლო - წინდა, გაეცნენ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ.

ბავშვებმა გააცნობიერეს დაუნის სინდრომის არსი - ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა არ არის დაავადება, არ არის გადამდები და არ შეიძლება მისი დამაკნინებელ კონტექსტში გამოყენება. "მზის შვილები" ხომ ჩვენი მეგობრები არიან და "მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!" - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

გავაზის სკოლის დირექცია განხორციელებული აქტივობებისათვის მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას, სსსმ მოსწავლეებს და მშობელებს, სპეც. მასწავლებლებს, ხელოვნების მასწავლებელ თამარ ომარაშვილს და ღონისძიების ხელმძღვანელ ქეთი ქურდაძეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203