ახმეტის N1 სკოლას ფერეიდნელი ქართველები ესტუმრნენ
29-03-2017
ახმეტის N1 სკოლას ფერეიდნელი ქართველები ესტუმრნენ.

სკოლამ მათ გულთბილი შეხვედრა მოუწყო. ღონისძიება ემოციებით იყო სავსე. 

''ჩვენს სკოლას ძირძველი ქართველები ესტუმრნენ. ჩვენ მათ გულითადი მასპინძლობა გავუწიეთ. სცენაზე ერთმანეთს ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი ნომრები ენაცვლებოდა. სტუმრები ძალიან კმაყოფილები და გახარებულები იყვნენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

ფერეიდნელი ქართველების თქმით, ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203