გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ''წითელქუდა'' გერმანულ ენაზე წარმოადგინეს
29-03-2017

გორელოვკის N1 სკოლაში შარლ პეროს ცნობილი ზღაპარი ''წითელქუდა'' გერმანულ ენაზე წარმოადგინეს.

სპექტაკლი მე-7 კლასის მოსწავლეებმა დადგეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.

მოსწავლეებმა  სპექტაკლის პერსონაჟების კოსტიუმები და დეკორაცია თვითონ შექმნეს.

''სპექტაკლზე მუშაობის პროცესი - პერსონაჟებისა და კოსტიუმების შექმნა ძალიან საინტერესო იყო, ამასთან, გერმანული ენის ცოდნა გავიღრმავეთ'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203