სააღდგომო დასვენებების შემდეგ საჯარო სკოლის მოსწავლეებს დასვენება მაისს თვეშიც ელით.
როგორც ცნობილია ოფიციალური უქმე დღეებად
არის გამოცხადებული:
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ 12 და 26 მაისი
წელს კვირა დღეს ემთხვევა. შესაბამისად, მოსწავლეები დამატებით მხოლოდ 9 მაისს დაისვენებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მაისში სასწავლო პროცესი სრულდება I და XII კლასის მოსწავლეებისთვის.
I კლასის
მოსწავლეებისთვის სწავლა 24 მაისს, ხოლო XII კლასელებისთვის - 20 მაისს დასრულდება.