თეთრიწყლების სკოლის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს ხევსურეთის, თუშეთისა და ფშავის მრავალფეროვანი ბუნება გააცნეს
30-03-2017

თეთრიწყლების სკოლაში ღონისძიება - ''თუშეთი, ფშავი და ხევსურეთი'' ჩატარდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები იღებდნენ. 

მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კახეთის მთიანეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული წარსული, ეთნოგრაფია, კულტურა, ტრადიციები, პოეზია, სამზარეულო.

გამოიფინა ხალხური რეწვისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

ბავშვებმა აღნიშნეს მთის დიდი წვლილი სამშობლოს თავდაცვის საქმეში, გაიხსენეს ბახტრიონის აჯანყება და მისი სახალხო გმირები. 

მოსწავლეების მიერ შექმნილი სლაიდებით მოწვეული სტუმრები გაეცნენ ხევსურეთის, თუშეთისა და ფშავის მრავალფეროვან ბუნებას. 

ღონისძიებაზე ბავშვებთან ერთად იმუშავეს გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლებმა თინათინ არაბულმა და ირმა ჩიტაშვილმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203