eTwinningplus-ის პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის პროექტების კონკურსი ცხადდება. საკონკურსო თემაა - „დემოკრატიული ჩართულობა“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში eTwinning-ის პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტი, რომელიც იქნება დემოკრატიის თემაზე. პროექტი დაგეგმილი და განხორციელებული უნდა იყოს 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში. პროექტი უნდა იყოს დასრულებული და განხორციელებული აქტივობები/შედეგები უნდა იყოს ხილვადი თვისფეისზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე etwinningplus@tpdc.ge უნდა გააგზავნონ:
პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
პროექტის პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.
საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 15 ივლისის ჩათვლით.
პროექტის შეფასება მოხდება eTwinning-ის ფარგლებში არსებული პროექტების ხარისხის ნიშანზე შესაფასებელი კრიტერიუმებით, პროექტი შეიძლება განხორციელებული იყოს როგორც ქართულ (ეროვნული პროექტი ქართველ პარტნიორთან ერთად), ასევე, ინგლისურ ენაზე (ევროპული - უცხოელ პარტნიორთან ერთად). გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები დაჯილდოვდებიან და მიწვეულნი იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე.
საუკეთესო ნაშრომის ავტორი პედაგოგები, გაემგზავრებიან საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად (მას შემდეგ, რაც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას გასაუბრებისას).
„2019 წელს დემოკრატიული ჩართულობა ექცევა ეთწინნინგ-ის ყურადღების ცენტრში! დემოკრატიული ჩართულობა ეთწინნინგ-ის განუყოფელი ნაწილია. წელს დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობებისა, რომლის მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს, შექმნან დემოკრატიული კულტურა სასკოლო თემებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით. გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი კომპეტენციები ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობით“, - ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.