ბათუმის N18 საჯარო სკოლაში 9 მოსწავლე მოიწამლა 
01-05-2019

ბათუმის N18 საჯარო სკოლის 9 მოსწავლე ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, მათ სკოლაში სააღდგომო კვერცხები და პასკა მიირთვეს.

ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გუშინ მოიწამლნენ, თავს კარგად გრძნობენ და დღეს სკოლაშიც მიდიან.

როგორც სკოლის დირექტორმა რუსუდან დავითაძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მოწამვლის მიზეზს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები იკვლევენ.

„ყველა მოსწავლე კარგად არის, მეორე ცვლაში არიან და სკოლაშიც მოდიან. გუშინ საღამოს 9 საათისთვის ყველა მოსწავლე გამოწერეს საავადმყოფოდან. ბავშვები II კლასის მოსწავლეები არიან, ყველამ ერთად მიირთვეს პასკა და შეღებილი კვერცხები, თუმცა მხოლოდ ნაწილი გახდა ცუდად. მოწამვლის მიზეზს ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. მათი წარმომადგენლები გუშინ იყვნენ მოსულები, დღესაც მოდიან სკოლაში, რათა ყველა იმ ბავშვებს გაესაუბრონ, რომლებმაც ჭამეს შესაბამისი საკვები მაგრამ არ მოიწამლნენ“, - განაცხადა რუსუდან დავითაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203