დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია კერძო სკოლაში სწავლის მსურველებისთვისაც დაიწყო.
წელს პირველად კერძო სკოლებში რეგისტრაციის ვადები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით განისაზღვრა.
შესაბამისად, მშობლებს, რომლებსაც ბავშვის კერძო სკოლაში მიყვანა სურთ, მოსწავლეთა რეგისტრაცია 2019 წლის 2 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ.
იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო - გაფრთხილება მშობლებს