ქვიტირის სკოლის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს
30-03-2017

ქვიტირის სკოლის მოსწავლეებმა თაკო სურგულაძემ, ლილე გრიგალაშვილმა და სალომე კუპრაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო გადაცემაში ''წიგნების თარო''.

გუნდმა წარმატებით გაიარა როგორც შესარჩევი ეტაპი, ასევე მეთექვსმეტედფინალი. ქვიტირის სკოლამ თბილისის 94-ე სკოლა დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.

''საინტერესო კითხვები იყო, ბევრს გავეცით სწორი პასუხი. ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ეს წარმატება'' - აღნიშნეს ქვიტირის სკოლის მოსწავლეებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203