„დედა ენას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა
02-05-2019

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „დედა ენას“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

დადგენილების მიხედვით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმის − ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ძეგლებს: არმაზის ციხეს, მცხეთის აკლდამას, ბებრის ციხეს, არმაზისხევის კომპლექსს, სამთავროს სამაროვანს, ნამოსახლარებსა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „დედა ენას“ (ქართული საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“.

იხილეთ ასევე: ექსპერტთა კომისია გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებულ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შეიმუშავებს - პარლამენტმა კანონი მიიღო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203