ხევაშენის სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
30-03-2017

ხევაშენის სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეცმასწავლებლის, ელზა გორგოძისა და ისტორიის მასწავლებლის, იამზე ჯოხაძის, ინიციატივით ჩატარდა კვირეული. 

ორშაბათს, 20 მარტს, გამოქვეყნდა გაზეთი ''მზის შვილები''.


სამშაბათს ბიოლოგიის მასწავლებელმა, მ. აფრიამაშვილმა წარმოაგინა პრეზენტაცია დაუნის სინდრომთან დაკავშირებით. 

ოთხშაბათს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოხატეს სკოლის შესასვლელი გზა და ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი. 

კონცერტზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. 

ღონისძიება დაასრულა მე-10 კლასის მოსწავლემ, გიორგიმ ანრი ჯოხაძისა და მარკუს მეტრეველის სიმღერებით. 

ხუთშაბათს ინგლისურის მასწავლებელმა ნინო ენდელაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლეებმა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ჩაატარეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203