1989 წელს ოჭანეს საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. აშენდა სტანდარტული შენობის პირველი სართული და შეჩერდა.
არასტანდარტული შენობა კი, რომელშიც დღეს სკოლა ფუნქციონირებს, თანდათან იხვეწება.
ოჭანეს, დღეს უკვე ჯვარის #4 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული კურსდამთავრებული ჰყავს.
სკოლაში მოღვაწე პედაგოგები ესგ - ით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად იმაღლებენ ცოდნის დონეს.
სკოლას ჰყავს სერთიფიცირებული მასწავლებლები: ელგუჯა ფიფია და ეკა გამახარია.
დაწყებითი კლასები ჩართულია G – Pried - ის დაწყებითი განათლების პროექტში.
უხუცესი მასწავლებელი შურა ფხაკაძე - დაჯილდოვდა პრეზიდენტის სტიპენდიით.
2015 – 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა მაღალი შეფასებით ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში და 50% გრანტიც დაიმსახურეს.
სკოლაში არის აგრეთვე ინკლუზიური განათლების სპეციალური მასწავლებელი. ამ კუთხით სკოლა განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობს, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაბამისი ადაპტირებული გარემო.
სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის და ფორმატის პროექტები. ეწყობა გამოფენები სხვადასხვა კლასებში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. აქ ყოველმხრივ დაცულია მოსწავლეთა უფლებები.