არასრულწლოვნებისთვის ცივი იარაღის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მიზნით კანონპროექტი მზადდება
03-05-2019

პარლამენტი ელოდება საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

„საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, არის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არასრულწლოვანებში. ეს არის მოზარდებში, როგორც კონფლიქტის ასევე დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ველოდებით, რომ შემოვა პარლამენტში განსახილველად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203