ასპინძის სკოლის ''ყველაზე ჭკვიანი'' მოსწავლე დირექციამ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვა
31-03-2017
ასპინძის სკოლაში ტრადიციად ქცეული კონკურსი, "ყველაზე ჭკვიანი" გაიმართა.

სკოლაში ინტელექტუალური თამაშები ხშირად ტარდება, რომელთა მიზანს მოსწავლეთა შორის ზოგადი განათლებისა და ინტელექტის ამაღლება წარმოადგენს.

"ყველაზე ჭკვიანის" გამოვლენამ VI კლასის მოსწავლეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

შესარჩევ ტურში 40 ბავშვი მონაწილეობდა, საიდანაც 12 ნახევარფინალისტი გამოვლინდა, ხოლო ფინალში 3 მოსწავლე გავიდა.

საბოლოო გამარჯვებული კი ლუკა ხუციშვილი გახდა, რომელიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ინტელექტ-შეჯიბრი ასპინძის სკოლის პედაგოგების, მაია სუარიძისა და ლალი ალელიშვილის მიერ იყო ორგანიზებული.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203