სიქთარვის სკოლაში სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც აქტიურად მონაწილეობენ
31-03-2017
სიქთარვის სკოლაში სპორტული ღონისძიებები აქტიურად ეწყობა.

აქტივობებში  მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ერთვებიან მასწავლებლებიც.

სკოლის დირექტორის, ია კვიტაიას, განცხადებით მიუხედავად სათნადო პირობების არარსებობისა, მოსწავლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას სკოლაში აქტიურად ეწევიან:

"სიქთარვის საჯარო სკოლისთვის სპორტული აქტივობები ყოველთვის იყო პრიორიტეტი. დღეს მითუმეტეს. მიუხედავად სრულიად სარეაბილიტაციო დარბაზისა და ინვენტარის ნაკლებობისა, ჩვენი სკოლა მუდმივად აქტიურია სპორტში. 

სისტემატურად ტარდება ჩემპიონატი ფეხბურთში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში. მარტივი აღჭურვილობით მხიარულ სტარტებსაც აქტიურად  ვატარებთ.

განსაკუთრებით გოგონებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. თავისუფალი გაკვეთილებში, რა თქმა უნდა, სპორტის მიმართულებითაც ჩავერთეთ.

არასოდეს მაკომპლექსებდა ჩემს მოსწავლეებთან ერთად სპორტულ აქტივობებში მიმეღო მონაწილეობა, არა მარტო ექსკურსიაზე, სკოლის სპორტულ მოედანზეც. დიდი ხანია, სპორტის გაკვეთილის ჩატარება მინდოდა.

დღეს მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებთან მოვახერხე ეს. ვფიქრობ, დამატებითი სტიმული იქნება ჩემი მოსწავლეებისთვის. გაკვეთილის შესავალში, გამაჯანსაღებელ ვარჯიშამდე, სპორტის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. არა მარტო ფიზიკური სიჯანსაღე, სპორტმა დამოკიდებულებები და ღირსეული ჩვევებიც უნდა გვასწავლოს-ერთმანეთის ყურადღება, წესრიგი, გამარჯვებულის აღიარება, გამარჯვებისთვის სწრაფვა.ვიმედოვნებ, ჩემი სკოლა არასოდეს მოდუნდება ამ მიმართულებით, პირიქით",- აღნიშნავს ია კვიტავა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203