საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურად ჩართვის მიზნით სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში'' სწავლის ახალი მეთოდი დანერგეს
31-03-2017

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურად ჩართვის მიზნით სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში'' სწავლის ახალი მეთოდი დანერგეს.


''მითხარი - მე დამავიწყდება, მაჩვენე - მე დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება ჩემით ვიმოქმედო და მე მივხვდები'' - კონფუცი.  

როგორც კერძო სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' წარმომადგენლები აღნიშნავენ, სწორედ ამას ითვალისწინებს სწავლა კეთებით. კეთებით სწავლა ეხმარება მოსწავლეს, რომ აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, თავად იყოს მონაწილე, მიიღოს ახალი ცოდნა:

"კეთებით სწავლება იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან გააცნობიეროს ის, რასაც აკეთებს და არა მექანიკურად აკეთოს. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა მეექვსე კლასში ჩატარებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილი, მოსწავლეებმა ჩაატარეს მარტივი ექსპერიმენტები, გააკეთეს დაკვირვება, შედარება და გაკვეთილის ბოლოს შედეგები წარმოადგინეს.''

ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში - ,,ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდები"

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203