მარიამ ჯაში მხარს არ უჭერს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს
07-05-2019

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა იყოს, მხარს არ უჭერს.

მარიამ ჯაშის განმარტებით, საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული.

„ინიციატივას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის წინადადებაა, არამედ ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ჯაშმა.

დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას.

„ევროპული საქართველოს“ საკანონდებლო წინადადების თანახმად, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება კანონის დონეზე უნდა იყოს სავალდებულო, სასწავლო გრანტის მინიჭებისას კი ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უნდა გაითვალისწინონ

ასევე იხილეთ: 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203