პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
07-05-2019

პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ განაცხადა, მიმდინარეობს განმეორებით ფასის მოკვლევა და ტენდერი ხელახლა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პირველი ტენდერი ჩავარდა. სუბიექტებმა არ მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 40 ათასზე მეტი კომპიუტერის შესყიდვა უნდა მომხდარიყო. ტენდერის ჩავარდნის შემდგომ ჩატარდა განმეორებით ფასთა მოკვლევა, რომლის დადგენის პროცესში ჩართული ვართ უწყებებთან ერთად და უახლოეს პერიოდში ეს ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ეს არის ბუქები, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ყველა პირველკლასელ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ პირველკლასელებისთვის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პირველი ტენდერი აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით უწყებას 42 500 კომპიუტერი უნდა შეესყიდა, რისთვისაც 17 637 500.00 ლარი იყო განსაზღვრული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203