2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
07-05-2019

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2019 წლიდან პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

გიორგი კაკაურიძეს გამოეხმაურა განათლების კომიტეტის წევრი სერგო რატიანი და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ ატყუებს მოსახლეობას.

„როდესაც იყო ნათქვამი რომ 2022 წელს იქნება მატება და 2021 წელსაც მოემატება, იქვე იყო ნათქვამი, რომ 2019 წელსაც იქნება ხელფასების მატება. თქვენ ახლა ამბობთ, რომ კვლავ მოგვატყუა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“, - განაცხადა რატიანმა.

კაკაურიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, დასძინა, რომ დამატებითი თანხების მობილიზება ეკონომიკური რესურსების ფონზე შესაძლებელია.

„მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის ხელფასების მატება, თუმცა ჩვენ ვუყურებთ და ეკონომიკურ ანალიზს ვუკეთებთ იმ შემოსავლებს, რომელიც გვაქვს და ვფიქრობთ, ეკონომიკური რესურსი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმოვადგინოთ ბიუჯეტში ცვლილებები და უზრუნველყოთ ამ მიმართულებით დამატებითი თანხების მობილიზება“,- აღნიშნა კაკაურიძემ.

ასევე იხილეთ: „განათლების სამინისტროსგან ველოდები დეტალურ პროექტს პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებით“ - მარიამ ჯაში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203