იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც გამოცდების დროს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას საჭიროებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა.
აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე პირებმა ცნობა (ფორმა №100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე წლის 17 მაისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ.