მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დადგენილებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭებათ:
ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები;
ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.
პირმა სტატუსის დადგენაზე განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში. ყველა მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა
სტატუსის დადგენის მიზნით უნდა წარადგინოთ შემდეგ დოკუმენტ(ებ)ი:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სტატუსის მაძიებლის შვილების/ნაშვილები პირების დაბადების მოწმობები;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები;
დ) სხვა ყველა დოკუმენტი, რომლიც აუცილებელია სტატუსის დადგენის ფაქტების უტყუარად დადასტურებისათვის.
სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე