ნინოწმინდამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს უმასპინძლა.
პროექტის მთავარმა მენეჯერმა, თინათინ ტყეშელაშვილმა ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროს დავით ზედგინიძესთან ერთად Izrune.ge-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ტრენინგი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას, Izrune.ge-ს წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და განათლებული ახალი თაობის წახალისება- ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ნინოწმინდის სკოლების წარმატებულ დირექტორებთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში, არსობრივი და ტექნიკური საკითხების გაცნობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მოგეხსენებათ, Izrune.ge-ს მთავარი მიზანი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოვება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაა, ამ პროცესში კი ნინოწმინდა წარმატებით ერთვება.