ახალციხის ციხემ ბრიტანელი სტუმრებისთვის დიპლომატიურ ტურს უმასპინძლა
08-05-2019
„ახალციხის ციხემ“ დიპლომატიური ტურის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთიდან 30 სტუმარს უმასპინძლა.

სტუმართა შორის გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტირებული 8 ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ელჩი (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.

ტური გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ ჭრილში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურებოდა. 

„ახალციხის ციხით“ მოხიბლულმა ვიზიტორებმა საკუთარი შთაბეჭდილებები ჩანაწერების წიგნში გააზიარეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203