შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის გამოცდაში იმ საკითხებს ასახელებს, რომელშიც ყველაზე მეტ შეცდომას უშვებენ აბიტურიენტები.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ყველაზე მეტად აბიტურიენტებს ღია დავალებებზე პასუხის გაცემა უჭირთ.
გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელის დავით გოგელიძის რჩევას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა ღია დავალებების შესრულებისას:
„ყველაზე მეტად აბიტურიენტებს უჭირთ ღია დავალებებზე პასუხის გაცემა. ყურადღებით უნდა წაიკითხოთ დავალების პირობა და კონკრეტულად და ამომწურავად უპასუხოთ. პასუხებში არ არის საჭირო იმ საკითხების გაშლა, რომლებიც კითხვის პირობით არ არის მოთხოვნილი. ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი აზრის ლაკონურად და არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას“, - აცხადებს გოგელიძე.