ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge მიღწეულ შედეგებსა და წარმატებას არასდროს ჯერდება და მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული.
მოგეხსენებათ, სულ მალე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღე“ იქნება და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლების სისტემურ-ეფექტური მეთოდის დროულ ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ, თბილისის N 11; N 29; N 94; N 106; N 167 საჯარო სკოლების სახით.
„წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და სულ მალე ჩვენს იზრუნელებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.
პროექტის ერთერთი წარმატებული მასწავლებელი ნაზი სეთურიძეა თბილისის N106 საჯარო სკოლიდან:
„ Izrune.ge-მ და „წიგნიერების დღე“ წიგნსა და კომპიუტერს კიდევ უფრო დაამეგობრებს. მოსწავლეები მიიღებენ ლიტერატურულ ცოდნას და საკუთარ შესაძლებლობებს შემდგომ ტესტების საშუალებით გამოცდიან. კვლავაც აქტუალურია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და ოჯახები დიდ ინტერესს გამოხატავენ ახალი წამოწყების მიმართ. ჩვენი სკოლიდან კითხვების შედგენაზე 4 ჯგუფი მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც. მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევისა, ნაწარმოებების სიღრმისეული ანალიზითა და ტექსტის შედგენის სტრუქტურის შემუშავებით, ეს ამოცანაც ეფექტურად ამოვხსენით და კითხვები უკვე წინსწრებით გვაქვს მომზადებული. ჩვენი სკოლა აქტიურად ერთვება Izrune.ge-ს საგანმანათლებლო ინოვაციებში და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს, ოჯახსა და სკოლას წინსვლის გზაზე.“