„Izrune.ge-ს ლიდერთა რეიტინგში მოხვედრა დიდი სტიმული და პრესტიჟია ჩვენთვის“ - თბილისის გამორჩეული სკოლების გამოცდილებიდან
10-05-2019

ყურადღება, ყურადღება...  Izrune.ge - მ 28 აპრილის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით თბილისის ლიდერი სკოლები გამოავლინა.

და ახლა გვსურს, სკოლების ლიდერი მენეჯერების გამოცდილება სიამაყით გაგიზიაროთ.

თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„აგერ უკვე რამდენი თვეა, უპირობო ლიდერები ვართ და პირველ ადგილს ვიკავებთ რეიტინგი, რაც ძალიან დიდი მიღწევა და სტიმულია ჩვენთვის. სკოლაში 14 „სუპერ კლასი“ გვყავს და 4 კლასი დღე-დღეზე შეუერთდება მათ რიგებს. Izrune.ge-მ მშობელი სკოლაში დააბრუნა და მოსწავლეებს წინსვლის მოტივაცია გაუღრმავა. მიღწეული წარმატება ბავშვებთან და პედაგოგებთან ერთად, სწორედ მშობლებისა და განსაკუთრებით, „მამების ფორუმის“ დამსახურებაა. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს, რომ სასკოლო ცხოვრება ერთიანი და წარმატებული გახდა.“



თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი:

„სიმართლე გითხრათ, მეტის მოლოდინი მქონდა. მიღწეულ წარმატებას არ ვჯერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მეტი ჩართულობისა და წინსვლისთვის. Izrune.ge დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრების გააქტიურებასა და მოტივაციაზე. პორტალი მშობლებს შვილებთან აახლოვებს, განათლების ირგვლივ მათი ეფექტური თანამშრომლობა კი ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების წარმატებულ ერთიანობას განაპირობებს.“

თბილისის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი:

„მახარებს, რომ სულ უფრო მარალი ჩართულობითა და შედეგებით ვერთვებით ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში. ოჯახები დიდ ინტერესს იჩენენ Izrune.ge-ს მიმართ და აქტიური კომუნიკაცია აქვთ სკოლასთან, მოსწავლეები კი პორტალის მამოტივირებელი მიდგომებითა და მოპოვებული დიპლომებით ამაყობენ, რაც მათი წინსვლის სტიმულს მნიშვნელოვნად ზრდის.“



თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:

Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართვის კუთხით შეუფასებელი ინსტრუმენტია. პორტალთან ერთად გაიზარდა ოჯახების აქტივობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეებს თვითგანვითარების საშუალება მიეცათ და პედაგოგების როლმაც წინ წამოიწია. სასკოლო ცხოვრებას ცოდნისა და გაწეული შრომის აღიარება-დაჯილდოვება წინსვლის მოტივაციას მატებს, ლიდერთა რეიტინგში მოხვედრა დიდი სტიმული და პრესტიჟია ჩვენთვის.“



თბილისის N145 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოსიყმიშვილი:

„მივესალმები ჩემი მოსწავლეების აქტივობასა და წარმატებას Izrune.ge-ზე. პორტალი მათ ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას, ტესტებთან მუშაობასა და მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას ასწავლის. პროექტმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ერთობლივი ძალებით ვაგრძელებთ მუშაობას მეტი წარმატებისთვის.“



თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ცნობილაძე:

Izrune.ge-ს ინდივიდუალური და გუნდური მიდგომებით ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი იქმნება. განათლების ირგვლივ ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება პორტალზე სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით ხდება, რაც ზრდის სტიმულს სამომავლო მიზნების განხორციელებისა და წინსვლის გზაზე.“



თბილისის N173 საჯარო სკოლის დირექტორი ლია თუშური:

„მახარებს ჩემი მოსწავლეების წარმატება Izrune.ge-ზე. პორტალი მათ ცოდნის დამოუკიდებელ მონიტორინგსა და შედეგების მუდმივ გაუმჯობესებას აჩვევს. პროექტის დიდი დამსახურებაა მშობელთა სისტემური ჩართვა სასწავლო პროცესში. ჩვენი წარმატებული პედაგოგები და ერთიანი სასკოლო საზოგადოება მეტი წინსვლისკენ ვართ მოტივირებულნი.“



თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია:

„მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ერთხმად აღიარებენ პორტალის შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ მიდგომებს და Izrune.ge-ში წარმატებით ერთვებიან. მათი მზრუნველობა და წინსვლა დანარჩენი კლასებისთვისაც გადამდებია და უფრო მეტი ჩართულობის, ოქროს დიპლომისა და წარმატების მოლოდინი გვაქვს.“



თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე ფუტკარაძე:

„აკადემიურ სწავლებასთან ერთად არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. Izrune.ge სასკოლო ცხოვრების გაერთიანება-გააქტიურების კუთხით ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც მომავალი თაობის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი სკოლა „წიგნიერების დღის“ შექმნაში პორტალთან აქტიურად თანამშრომლობს და შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“



ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული ზრუნვისთვის და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს მათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203