„ცივი იარაღით ვაჭრობა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზეც შესაძლებელია“ - მთავრობა რეგულაციის გამკაცრებას აპირებს
10-05-2019

მთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა, მთავრობას დღეს წარედგინა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცივ იარაღთან დაკავშირებულ რეგულაციის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პრემიერმა განმარტა, რომ საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთაზე.

„მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით, ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ხდება ფაქტობრივად ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე. ეს მიუღებელია. ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის, ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც ზოგადად ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203