ახალციხის N5 სკოლაში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
04-04-2017

ახალციხის N5 სკოლაში საბაუნის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა ინტელექტუალური თამაში "საბა". 

კონკურსში ახალციხის სხვადასხვა სკოლიდან თერთმეტი გუნდი მონაწილეობდა. 

კონკურსის გამარჯვებული გახდა ახალციხის №5 სკოლის გუნდი "არმაგედონი". 

გამარჯვებული გუნდის წევრებს - გვანცა ნოზაძეს, ივანე ბაგინაშვილს, ნოებერიძეს, სალომე სანდროშვილსა და ზეზვა მღებრიშვილს, სერტიფიკატებთან ერთად, გადაეცათ საბაუნის სასწავლო ვაუჩერები, უნიფიტნესის აბონიმენტები და ბიბლუსის 100-ლარიანი ვაუჩერი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203