ასპინძის სკოლაში მოსწავლეებმა ''წითელქუდა'' როლური თამაშებით წარმოადგინეს
04-04-2017

ასპინძის სკოლაში უცხო ენის კათედრის პედაგოგები IV-ა კლასის მოსწავლეებმა და მათმა ინგლისურის მასწავლებელმა ინგა ზედგინიძემ მიიწვიეს შემაჯამებელ  გაკვეთილზე.

მოსწავლეებმა როლური თამაშებით წარმოადგინეს ''წითელქუდა''.

მათ მოძებნეს საერთო და განმასხვავებელი ასპექტები ''წითელქუდას'' ბრიტანულ და ქართულ ტექსტებს შორის. 

ყურადღება გამახვილდა გმირების თვისებებზე, მათ ჩაცმულობაზე, რითაც კიდევ ერთხელ გაიმეორეს მეტყველების ნაწილები, ფერები. გამოყვეს ავტორისეული წინადადებები და დიალოგები.

მასწავლებელმა ინგა ზედგინიძემ კოლეგებისაგან მოისმინა გაკვეთილის შეფასება და რეკომენდაციები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203