მასწავლებლებს 2019 წლის ბოლომდე კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე მეორედ გასვლის შანსი ექნებათ
13-05-2019
პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, 2019 წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს ამ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე 2019 წლის ბოლომდე“, - განცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, გამოცდაზე დარეგისტრირება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში მოხდება.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია გამარტივდა - სოფო გორგოძე ცვლილებებზე

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203