ნამაშევის სკოლის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა
04-04-2017

ნამაშევის სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

''მზის შვილები'' სპეც. მასწავლებლის  ოლღა ჯანელიძის, კლასის დამრიგებლის ლედი ბოლქვაძის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის თვალმზისა გიორხელიძის, ინგლისური ენის მასწავლებლის ნატო ონიანის, სამოქალაქო განათლებლის მასწავლებლის ელისო ლეშკაშელის ორგანიზატორობითა და დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო სოლიდარობის გამოცხადება აღნიშნული დღისადმი - ''ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას.''

''ჩვენი ვალია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების გვერდით დგომა, მათზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, მათთვის პირობების შექმნა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ''მზის შვილები'' ხომ ჩვენი მეგობრები არიან და მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.'' - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება ადამიანის უფლებებზე (''შემგროვებელი ბედფორდის ქუჩიდან'').

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა, მინდია გველებიანმა, სსსმ მოსწავლეები დავით ჩანქსელიანი და კახაბერ მაწკეპლაძე ტკბილეულით დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203