საპენსიო ასაკის პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ფულად ჯილდოს მხოლოდ 2019 წელს შესთავაზებენ - ირინა აბულაძე
14-05-2019
ექნებათ თუ არა საპენსიო ასაკის პრატქიკოს პედაგოგებს სახელმწიფოსგან შეთავაზებული ჯილდოს მოთხოვნის შესაძლებლობა მომავალ წლებშიც? - აღნიშნულ კითხვაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება მხოლოდ 2019 წელს ეხება.

„ეს შეთავაზება არის 2019 წლის შეთავაზება, რადგან ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი იმისთვის, რომ რეფორმა უფრო დიდი ნაბიჯებით განხორციელდეს წელს“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

ასევე იხილეთ: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203