გორის გამგებელმა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დიცის საჯარო სკოლას სწავლის დაწყება მიულოცა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცის საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მინისტრმა პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები მიუტანა და წარმატებები უსურვა.