ცაგერის სკოლაში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
04-04-2017

ცაგერის სკოლის მე-12 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი ლელა ლომთაძე) თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი 2 საათს გაგრძელდა. მოსწავლეები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ. 

პირველი საათი დაეთმო პრობლემას: ''ჯაყო გმინვაა ჩემი სულისა". პრეზენტაციისას ჯგუფის ლიდერები განსხვავებულად მსჯელობდნენ, კორექტულად დაობდნენ, დასკვნებს აკეთებდნენ და სვამდნენ კითხვას: ''ბოროტება მარადიული განაჩენია?!".

მეორე საათი დაეთმო დისკუსიას: ''მე ვიცავ თეიმურაზ ხევისთავს-შენ?". N1 გუნდმა კომბალიც კი გამოიყენა თეიმურაზის დასაცავად; N2 - ჯერ მარგოს იცავდა, შემდეგ-თეიმურაზს; N3 გუნდი სრულიად მოულოდნელად ჯაყოს სოფლისაგან იცავდა, რადგან მას გარემოებების მსხვერპლად მიიჩნევდა; N4 კი თეიმურაზში მოაზრებულ საქართველოს იცავდა.

მოსწავლეთაგან შემდგარი შეფასების ჯგუფი (გ. გუგავა და გ. კოპალიანი) საინტერესო კომენტარებს აკეთებდა და ობიექტურად აფასებდა გუნდებს. აქვე ახალი თავისუფალი გაკვეთილის იდეაც გაჩნდა - ''ჯაყოს კომბალი და ნინიკას კომბალი".
თავისუფალ გაკვეთილში მონაწილეობდნენ დირექტორის მოადგილე გაგა გაბიანი, ისტორიის მასწავლებელი დარეჯან გასვიანი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო ნემსწვერიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203