პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისათვის 6 000 - ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა
15-05-2019
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისათვის 6 000 - ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია დაიწყო 13 მაისს და დასრულდება 24 მაისს, 18:00 საათზე. რეგისტრაცია მიმდინარეობს გამარტივებული ფორმატით, მხოლოდ ელექტრონულად, ვებ-გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრისა და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათაც, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომლებსაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება. შესაბამისად, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც, თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის საქმიანობის დასაწყებად მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ პირებს სთავაზობს კონსულტაციების გავლას ყოველ ოთხშაბათს, 16:00 - დან 18:00 საათამდე. მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203