უჩვეულო სიცხე გველოდება 16-18 მაისს საქართველოში. ამ ინფორმაციას საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ:
„15 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.