როგორ უნდა გამოითვალონ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა ფულადი ჯილდოს ოდენობა?
17-05-2019

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი დაერიცხებათ.

etaloni.ge დაინტერესდა, როგორ მოხდება ფულადი ჯილდოს დათვლა.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვითხრეს, ფულადი ჯილდოს დაანგარიშება შემდეგი პრინციპით ხდება: საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგის დაბეგრილი ხელფასი ანუ ის თანხა, რომელსაც მასწავლებელი თვის განმავლობაში იღებს ხელზე მრავლდება 24 თვეზე და მიღებული თანხა განისაზღვრება ჯილდოს ოდენობად.

მაგალითად, თუკი საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს ყოველთვიურად ხელზე ასაღებ თანხად ერიცხება 350 ლარი, ჯილდოს მიღების სურვილის შემთხვევაში პედაგოგმა 350 ლარი უნდა გაამრავლოს 24-ზე და მიღებული 8 400 ლარი გამოვა ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო მას ჯილდოს სახით ჩაურიცხავს.

იხილეთ ასევე: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ

საპენსიო ასაკის პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ფულად ჯილდოს მხოლოდ 2019 წელს შესთავაზებენ - ირინა აბულაძე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203