ვარხანის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს მასშტაბით გამართულ ვაჟა–ფშაველას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს
05-04-2017

ვარხანის სკოლის მოსწავლეებმა მესხეთის დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი ''იავნანამ რა ჰქმნა'' დადგეს.

მოსწავლეებმა საქართველოს მასშტაბით გამართულ ვაჟა–ფშაველას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს, სპექტაკლებით: ''შვლის ნუკრის ნაამბობი'' და ''ჩხიკვთა ქორწილი''.

22 აპრილს, მოსწავლეები სპექტაკლით ''იავნანამ რა ჰქმნა'' წარსდგებიან მარჯანიშვილის თეატრში, ქველმოქმედთა თეატრის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე, რომლის მხარდამჭერია განათლების სამინისტრო.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203