კოხნარის სკოლის მოსწავლეებმა ''მეცამეტე თვის'' პოეტებზე ლიტერატურული საღამო მოაწყვეს
05-04-2017

კოხნარის სკოლის თვითმართველობის წევრებმა იმუშავეს ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე. 

მოსწავლეებმა გაიმარჯვეს პროექტით ''ცოდნა ანთებულ სანთელს გავს'', რომლის მიზანიც იყო  სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება და ახალგაზრდების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება.  

პროექტის ფარგლებში შეიძინეს 800 ლარის ღირებულების წიგნები და მოაწყვეს ლიტერატურული საღამო „მეცამეტე თვის“ პოეტებზე. 

წაიკითხეს პოეტის ოთო გურგენიშვილის ლექსები და დამსწრე საზოგადოებას უამბეს მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203