2018-2019 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, რაც მას ნიშნავს, რომ საზაფხულო არდადეგები სულ მალ დაიწყება.
როგორც ცნობილია, სასწავლო წლის დასრულების თარიღი სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის განსხვავებულია. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 20 მაისს. რაც შეეხება II – XI კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, მათთვის არდადეგები 15 ივნისს დაიწყება.
აქვე აღვნიშნავთ, მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ანუ 16 სექტემბრამდე ექნებათ. ვინაიდან 2019-2020 სასწავლო წელი სწორედ 16 სექტემბერს დაიწყება.