პირველ ივნისს 2019 წლის აბიტურიენტებისთვის გეოგრაფიაში საცდელი ტესტირება ჩატარდება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საცდელი ტესტირება სამ ნაკადად ჩატარდება (11:00, 13:00 და 15:00 სთ.), ხოლო ტესტირების ხანგრძლივობა 1 საათი 30 წუთია.
ტესტირებაში მონაწილეობა უფასოა!მონაწილეობის მსურველებს 16 მაისიდან ელექტრონული ფორმით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სასურველ ნაკადში. ტესტირება თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება. (მისამართი: ა. წერეთლის გამზირი N42.)
რეგისტრაცია რეგისტრირებული მონაწილე მითითებულ სკოლაში ტესტირების დაწყებამდე 15 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საცდელ ტესტირებაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და ლიმიტის ამოწურვის შემდეგ რეგისტრაცია ავტომატურად შეწყდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 47 33 33.