მარიამ გელაშვილი - კერძო სკოლა ''მზექას'' ჩემპიონი მოსწავლე
06-04-2017

კერძო სკოლა ''მზექას'' მე-11 კლასის მოსწავლემ მარიამ გელაშვილმა, 2017 წლის ღია ეროვნულ ჩემპიონატზე რბენაში პირველობა არავის დაუთმო.

იგი ოქროს მედლითა და სიგელით საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ დააჯილდოვა.

როგორც მარიამმა აღნიშნა, მისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულის მომცემია.

კერძო სკოლა ''მზექა'' მარიამს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203