საქობოს სკოლამ ფეხბურთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პირველი ადგილი დაიკავა
06-04-2017

საქობოს სკოლასა და შ.პ.ს. კერძო სკოლა ''პროგრესი -010-ს'' შორის, ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა.

მეოთხე კლასის მოსწავლეები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. მოთამაშეებს კლასელები შეძახილებით ამხნევებდნენ. სპეცილაური ბანერიც მოამზადეს წარწერით - ''მიდით ბიჭებო, მაგრები ხართ!''

თამაში საქობოს სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ''ძალიან გახარებულები ვართ, კარგად ვითამაშეთ და პირველობაც ჩვენია'' - აღნიშნავენ საქობოს სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები.

შეხვედრის დასრულების ბოლოს მოთამაშეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203