2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ივლისი პირველ რიცხვებში დაიწყება, თუმცა კონკრეტული განრიგი ჯერჯერობით უცნობია.
კითხვაზე: როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს სად და როდის ჩაუტარდებათ გამოცდები? - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცახდებენ, რომ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილი ივნისის თვეში გახდება.
„ეს ინფორმაცია ივნისის მეორე ნახევარში გეცოდინებათ“, - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გამოცდების განრიგის შესახებ ინფორმაციას აპლიკანტებს პირად გვერდზე აესახებათ. ამასთან, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და ნახულობს შედეგებს).
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდებზე რეგისტრაცია 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.
იხილეთ ასევე: სად მიიღებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება?!