ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორის, თენგიზ გულორდავას ინიციატივით, „მამების ფორუმთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ესწრებოდა. აუდიტორიამ
Izrune.ge - ს მთავარი მიზნები, შედეგები და სამომავლო გეგმები წარადგინა და „მამების ფორუმის“ ეფექტურ მუშაობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე, 15 ივნისს დაგეგმილი „საქართველოს განათლების ფესტივალისა “ და „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მზრუნველი მამებისგან სრული მხარდაჭერა მოიპოვეს.
როგორც იცით, საქართველოს რეალობაში პირველად, თბილისის N106 საჯარო სკოლის ინიციატივით შეიქმნა „მამების ფორუმი“, რომლის მთავარი მიზანიც შვილების აღზრდა-განათლებაში მამების აქტიური ჩართვაა. ბუნებრივია, ზრუნვის ფორმატი კვლავაც უცვლელია და ოჯახი, ბავშვი და სკოლა წარმატებისთვის
Izrune.ge-ზე ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები