როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი
21-05-2019

სამი დღეა რაც საქართველოში ამინდი შეიცვალა და ყოველ საღამოს წვიმს. გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე ამინდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.

თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203