განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, 21 მაისის 16:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 136 საჯარო სკოლაში თავისუფალი ადგილების რაოდენობა სრულად არის შევსებული.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის რეგიონების მიხედვით პირველ კლასში რეგისტრირებულთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი - 16 866 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა - 14 041;
აჭარა - 7056 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 3 662;
აფხაზეთი – 288 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა - 129;
ქვემო ქართლი – 9 629 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 3 931;
შიდა ქართლი – 5 151 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 1 978;
იმერეთი – 11 648 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 4 405;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6 737 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 2 494;
კახეთი – 6 580 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 2 025;
მცხეთა-მთიანეთი – 1 875 ადგილი, დარეგისტრირდა – 553;
სამცხე-ჯავახეთი – 4 605 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 1 278;
გურია – 2 406 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 591;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 773 თავისუფალი ადგილი იყო, დარეგისტრირდა – 155.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრაციის სამივე ეტაპზე სულ 35 242 პირველკლასელია რეგისტრირებული, დარჩენილი ადგილების რაოდენობა კი 38 372-ია. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის 51 ათასზე მეტ პირველკლასელს ელოდებიან, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა 73 ათასზე მეტია.
იხილეთ ასევე: პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და პროცედურები